მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის „ტრენერთა სკოლა“ ფარგლებში აცხადებს რეგისტრაციას „ტრენერის მომზადების ზოგად კურსზე“, რომელიც განკუთვნილია პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ან აქვთ ტრენერობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება. კურსი ითვალისწინებს „ტრენერთა კომპეტენციების ჩარჩოთი“ განსაზღვრული ცოდნის გადაცემას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის.

კურსის გავლის მსურველს სავალდებულოა ჰქონდეს:

• მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
პრიორიტეტი მიენჭებათ პირებს, რომლებსაც აკადემიური ხარისხი განათლების, ჰუმანიტარულ (ინგლისური), სოციალურ (ფსიქოლოგია) ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გააჩნიათ;
•სწავლების გამოცდილება, ან გამოცდილება ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის მიმართულებით ( ან დირექტორის სერტიფიკატი) შერჩეული კანდიდატებისთვის კურსი უფასოა, მათ მომზადებას და სერტიფიცირებას უზრუნველყოფს ცენტრის ტრენერთა სკოლა. კურსი ტარდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში.

კურსი სამი მოდულისგან შედგება:

• ზრდასრულთა სწავლების პრინციპები;
• ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა;
• მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს  


ტრენერის რეგისტრაცია დასრულებულია