სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ტრენინგები ბეჭდვა E-mail

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, დაწყებითი სამხედრო მომზადება და პირველადი სამედიცინო დახმარება.

თითოეულ სასწავლო მოდულს შესაბამისი უწყების მასწავლებელი წარუძღვება. მონაწილეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული სავარჯიშოები, ხოლო ტრენინგების ბოლო დღეს ჩატარდება შემაჯამებელი პრაქტიკული (როლური თამაში).

დღეს 24-ე საჯარო სკოლაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და სამედიცინო უნივერსიტეტის ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციის იმიტირებული გაკვეთილი წარმოადგინეს. გაკვეთილის მიმდინარეობას განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი სეფერთელაძე და ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ესწრებოდნენ.