სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს. ტრენინგი განკუთვნილია კლასის დამრიგებლების, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კოორდინატორის, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლებისათვის ვისაც არ აქვს გავლილი“ სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დარეგისტრირებულ კანდიდატს აცნობებს კურსის ჩატარების ზუსტ დროს და ადგილს. ტრეინინგზე რეგისტრაციისას გთხოვთ გაითვალისწინოთ მოდულში მითითებული მოთხოვნები. ტრეინინგებზე რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით.