|
მასწავლებლობის მაძიებელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2010-2011 სასწავლო წლიდან დაიწყო. პროგრამა მომზადდა 2008-2010 მასწავლებლობის მაძიებლობის საპილოტე პროექტის საფუძველზე.
მასწავლებლობის მაძიებლობის მიზანია მასწავლებლობის მაძიებლის პროფესიული ცოდნის გაღრმავება, პედაგოგიური უნარ-ჩვევების შეძენა ან/და განვითარება და სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია. მაძიებლობის ერთწლიანი პერიოდის წარმატებით გავლა მასწავლებლობის უფლების მოპოვების წინაპირობაა.
მაძიებლის პედაგოგიურ საქმიანობას ხელმძღვანელობს
და კოორდინირებას უწევს მენტორი- კვალიფიციური, გამოცდილი და პრაქტიკოსი პედაგოგი,
რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი მენტორობასთან დაკავშირებულ
საკითხებზე.
2010 წლიდან, მენტორი შეიძლება
იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელსაც
გააჩნია პედაგოგად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება და ასწავლის ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს საჯარო ან კერძო სკოლაში. აქედან გამომდინარე,
2010-2011 სასწავლო წლისთვის მენტორებად შეირჩნენ ის მასწავლებლები,
რომელთაც წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღეს მაღალი შეფასება
საგანში.
2010-2011 სასწავლო წელს მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებში შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული).
პროგრამის ფარგლებში შემუშავდა მაძიებლის
სტანდარტი, რომელიც მაძიებლის საქმიანობის შეფასების კიდევ ერთი ინსტრუმენტს
წარმოადგენს.
2011-2012 სასწავლო წელს პროგრამაში მონაწილე ქალაქების რიცხვი ათამდე
გაიზარდა: დაემატა რუსთავი, ფოთი და
ოზურგეთი.
2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომით, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების
დასრულების შემდეგ ჩატარდა კონკურსი სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შორის მენტორის
სტატუსის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწლეობის საშუალება ჰქონდათ 2008-2011 წელს
პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებსაც.
კონკურსის მონაწილე მასწავლებელს მოეთხოვებოდა ორი მთავარი პირობის
დაკმაყოფილება: ა) მასწავლებლებელს უნდა ჩაებარებინა სასერტიფიკაციო გამოცდა და
ყოფილიყო მოქმედი მასწავლებელი ბ) ცენტრის კომისიის წინაშე წარმოედგინა გაკვეთილის
გეგმა, რომლის თემას შეარჩევდა საკუთარი სურვილით.
კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებს შორის -ცენტრმა
მენტორობის მსურველი პედაგოგების 550-მდე განაცხადი მიიღო. მენტორობის
კანდიდატებთან გასაუბრება 2 კვირიანი გასაუბრების შედეგად შეირჩა 130, მათ
შორის 2010-2011 წლის პროგრამის მონაწილე
32 მენტორი.
პარალელურად, 17-28 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარობდა მაძიებლობის
მსურველთა რეგისტრაცია იმ ქალაქების რესურს-ცენტრში, სადაც ხორციელდებოდა
პროგრამა. სულ, 10 რესურს-ცენტრში დარეგისტრირდა 1200-მდე მაძიებლობის კანდიდატი.
2011 წლის ოქტომბრის დასასრულს მენტორებმა გაიარეს სპეციალური
ტრენინგი ეფექტურ მენტორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე ჩატარდა იმ
სკოლების წარმომადგენელთა და სკოლის კომისიის წევრების ტრენინგი, რომლებიც
მონაწილეობდნენ მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამაში მაძიებლების შერჩევის პროცესის
თემაზე.
2011 წლის ნოემბერში მიმდინარეობდა სკოლებში, სკოლის კომისიის მიერ
მაძიებლების შერჩევის პროცესი.
პროგრამის განხორციელება დაიწყო ეტაპობრივად და
ამჟამად პროგრამაში ჩართულ სკოლების უმრავლესობაში 4 მაძიებელი გაივლის
მაძიებლობის პერიოდს.
მაძიებლობის ერთწლიანი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მაძიებელს შეუძლია გაიაროს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება.
|