სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის „ინგლისური ენის ციფრული რესურსები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში პრაქტიკოსი და უფროსი სტატუსის მქონე ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე ” ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე“.

ტრენინგები ჩატარდება შემდეგ რაიონებში: თბილისი; გურია -ოზურგეთი; ლანჩხუთი იმერეთი -ქუთაისი; წყალტუბო; საჩხერე; ზესტაფონი კახეთი - თელავი; ყვარელი; ლაგოდეხი; დედოფლიწყარო მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა; სამეგრელო-ზემო სვანეთი - ფოთი; სენაკი; ზუგდიდი ქვემო-ქართლი - მარნეული; რუსთავი; გარდაბანი შიდა-ქართლი - გორი; ხაშური; ქარელი გთხოვთ, ტრენინგის ბლოკში მიუთითოთ ზემოთ ჩამოთვლილი რაიონებიდან ერთ-ერთი სასურველი რაიონი სადაც გსურთ ტრენინგის გავლა. ტრენინგზე რეგისტრაციისას გთხოვთ გაითვალისწინოთ მითითებული მოთხოვნები. ტრენინგზე რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე.