|
|
| 24 იანვარი, 2012 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ტრენინგს დაესწრნენ.
|
| 24 იანვარი, 2012 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის საჯარო სკოლების სპოტრის 200-მდე მასწავლებელს შეხვდა და მათ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლე გააცნო.
|
| 22 იანვარი, 2012 |
მასწავლებლის სახლში მენტორ-მასწავლებლებსა და მაძიებლებს
სერტიფიკატები გადაეცათ. 200-მდე მენტორსა და მაძიებელს სერტიფიკატები მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცნეტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გადასცა.
|
| 20 იანვარი, 2012 |
მასწავლებლის სახლში ინგლისური ენის
პედაგოგებს სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ. 5 დღის განმავლობაში მათ ენის
სწავლების სხვადასხვა მეთოდებზე ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტი ამზადებდა.
|
| 18 იანვარი, 2012 |
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში რუსეთის აკადემიური წრეების, სხვადასხვა ტიპის უფლებადაცვითი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნირების სფეროში განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი.
|
| 16 იანვარი, 2012 |
მასწავლებლის სახლში ჭადრაკის ტურნირი
გაიმართა. ერთმანეთს 24-ე, 53-ე, 122-ე, 161-ე, 50-ე, 54-ე, 42-ე, 122-ე და
პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგები ეჯიბრებოდნენ.
|
| 9 იანვარი, 2012 |
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო, ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამის დამტკიცების შესახებ სპეციალურ ბრძანებას მოაწერა ხელი. საგამოცდო პროგრამები წელს პირველად ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი.
|
| 9 დეკემბერი, 2011 |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა კონკურსში ”პატარა ხელოვანები” გამარჯვებულები დააჯილდოვა.
|
| 5 დეკემბერი, 2011 |
დასრულდა პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში პროგრამის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ტესტირების შედეგად გამსვლელ ქულად განისაზღვრა 50.
|
|
|
|
|